სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაილი მინოუგზე ფილმი გადაიღეს

კაილი მინოუგის შესახებ ფილმი გადაიღეს, თანაც 3D ფორმატში. 43 წლის შემსრულებელი ბოლო ალბომის, „Aphrodite-ის“ მხარდასაჭერ ტურნეში იმყოფება. სწორედ ტურნეს დეტალებზე 120–წუთიანი ფილმი შეიქმნა. მისი პრემიერა 19 ივნისსაა დაგეგმილი. ფილმის რეჟისორებად უილიამ ბეიკერი და მარკუს ვაინერი გვევლინებიან. შემსრულებელი ამაჟმად კვლავ „Les Folies-ის“ ტურნეშია. უახლოესი კონცერტები კი მშობლიურ ავსტრალიაში, სიდნეიში აქვს დაგეგმილი. ივნისის ბოლოს მომღერალი აფრიკასა და აზიას ეწვევა. კაილის ბოლო ალბომი 2010 წლის 30 ივნისს გამოვიდა. ის მინოუგის დისკოგრაფიაში რიგით მე-11 სტუდიური ჩანაწერია. „Aphrodite-მა“ დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში პლატინის დისკის მოპოვებაც კი მოახერხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100