65 წლის რიჩარდ გირს თავისზე 33 წლით უმცროს ქალთან აქვს რომანი

65 წლის რიჩარდ გირს თავისზე 33 წლით უმცროს ქალთან აქვს რომანი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია უკვე ოფიციალურად ავრცელებს, რადგან წყვილი აღარ იმალება და საჯარო ადგილებში თამამად გამოჩენა დაიწყეს.

ჰოლივუდის ვარსკვლავის რჩეული 32 წლის ესპანელი ლამაზმანი ალექსანდრა სილვა გახლავთ.

ესპანური მედიის ცნობით რიჩარდი და ალექსანდრა უკვე ერთი წელია ერთად არიან, მათი სიყვარულის ამბავი მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ და ეს ურთიერთობა პრესისგან საგულდაგულოდ იმალებოდა.

ცნობისთვის გირი ახლახანს გაშორდა მეორე ცოლს კერი ლოველს.

კომენტარი