სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფინელი დიპლომატები საუნის სიყვარულის გამო დააჯილდოვეს

ჯილდო ფინეთის საგარეო სამქეთა სამინისტრომ ადგილობრივი, საუნის მოყვარულთა საზოგადოებრვი ორგანიზაციისგან მიიღო. დიპლომატები საუნის სიყვარულის და მისი უცხოელ კოლეგებში პროპაგანდისათვის დააჯილდოვეს.

სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დიპლომატებს მართლაც ძალიან უყვართ საუნა, სადაც მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებენ. “საუნა ფინური დიპლომატიის განუყრელი ნაწილია. ეს იდეალური ადგილია მეგობრული ურთიერთობის დამყარებისა და შეთანხმებების მიღწევისათვის. ჩვენ უცხოელ კოლეგებს ვურჩევთ მოინახულონ საუნა” – განაცხადა მან.

საინტერესოა, რომ საუნით აღჭურვილია ფინეთის საელჩოები სხვადასხვა ქვეყბნებში, მაგალითად ავღანეთსა და ჩადში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100