სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი მამაკაცები, რომლებსაც თავიანთი ცოლები შვილიშვილად ერგებათ

ჰიუ ჰაფნერი და კრისტალ ჰარისი - მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 60 წელია. ჟურნალ ფლეიბოის დამფუძნებელი, 85 წლის ჰიუსა და მისი ცოლის სიყვარულს ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, წყვილი 2 წლის განმავლობაში იყო დანიშნული და ბოლოს როგორც იქნა იქორწინეს.

ალ პაჩინო და ლიუჩილა სოლა - მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 39 წელია. არგენტინელი ლამაზმანი და ჰოლივუდის ვარსკვლავი ერთად უკვე 5 წელია არიან, თუმცა ქორწილის თარიღი ჯერ არ დაუთქვამთ.

რონი ვუდი და სალი ჰამფისი - ასაკში სხვაობა 31 წელია. როლინგ სტოუნსის სოლისტი და მისი ახალგაზრდა მეუღლე 23 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში, თუმცა 2008 წელს რონიმ ცოლი რუსი ოფიციანტის გამო მიატოვა.

კლინტ ისტვუდი და კრისტინა სანდერა - ასაკობრივი სხვაობა 33 წელი. თუმცა 85 წლის კლინტისთვის ეს უცხო არ არის, რადგან სანდრამდე ის თავისზე 35 წლით უმცროს ქალბატონზე იყო დაქორწინებული.

ვუდი ალენი და სუნ-ი პრევინი - ასაკობრივი სხვაობა 35 წელი. ისინი 12 წლის განმავლობაში იყვნენ ქორწინებაში, ჰყავთ 3 შვილი, აქედან ერთი საკუთარი და 2 ნაშვილები.

რობერტო კავალი და ლინა ნილსონი - ასაკში სხვაობა 47 წელი. ახალგაზრდა მოდელი დიზაინერის მუზა და ცხოვრების თანამგზავრი 20 წლის ასაკში გახდა.

რუსი საოპერო მომღერალი და რუსული ვოისის მწვრთნელი ალექსანდრ გრადსკი და მარინა კოტაშენკო. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 32 წელია. 65 წლის მომღერალი და 33 წლის მსახიობი უკვე 12 წელია რაც ერთად არიან, 2014 წელს მათ ვაჟიც შეეძინათ, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100