თურქი არა ამჯერად რუსია და ის, ქართველი გოგონების ახალი გულთამპყრობელია

სტანისლავ ბონდარენკო ქართველმა მაყურებელმა რუსული სერიალიდან „დამიბრუნე ჩემი სიყვარული“ გაიცნო. სერიალის პირველი სეზონი წარმატებული გამოდგა და ქართველმა მაყურებელმაც აიტაცა, „ვლადის“ პერსონაჟმა კი ქართველი გოგონებისა და ქალების გული ეგრევე დაიპყრო. მსახიობი 30 წლისაა და ის დაქორწინებულია იულია ჩიკლიევოზე. მათ ერთმანეთი სტუდენტობის დროს გაიცნეს. და 2008 წელს ოფიციალურად დაქორწინდნენ. ჰყავთ ერთი ვაჟი.

გთავაზობთ სტანისლავის ვიდეოს, სადაც ის გოგონებს ასე ულოცავს დღესასწაულს:

გოგონებო გილოცავთ ამ დღესასწაულს. გიყვარდეთ და იყავით საყვარლები. დაე თქვენს მამაკაცებს თქვენ უყვარდეთ, გიცავდნენ, გიფრთხილდებოდნენ და ზრუნავდნენ თქვენზე.

ასევე გთავაზობთ ვიდეოს, სადაც სტანისლავი თავისი სიყვარულის ამბავს ჰყვება და ინტერვიუს ბოლოს არის ტექსტი, სადაც წერია, რომ წყვილი ერთად არ არის. ისინი ამავე 2015 წელს დაშორდნენ და ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

ასევე ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ქართველი წარმოშობის შესახებასაც არის გადაკვრით ნათქვამი. ამბობენ, რომ მას ქართველი ბაბუა ჰყავს.

კომენტარი