მელ გიბსონს ახალი რომანი აქვს

მელ გიბსონმა მალევე იპოვა ოქსანა გროგორევას შემცვლელი და უკვე ახალი რომანი აქვს. მისი რჩეული ბერძენი მოდელი სტელა მუზია. მათ ხშირად ხედავენ ერთად. თვითმხილველთა თქმით, გიბსონი ძალიან ბედნიერად გამოიყურება. როგორც ჩანს, მოდელმა მოახერხა დაევიწყებინა მისთვის ოქსანასთან უსიამოვნო ურთიერთობები.

ოქსანამ გიბსონს ძალადობაში დასდო ბრალი და საქმე სასამართლოს გარჩევის საგანი გახდა. მელი ციხეს გადაურჩა, მაგრამ სასამართლომ მას შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 20 ათასი დოლარის, ოქსანასთვის კი ერთჯერადად 60 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, პირობითი სასჯელიც გამოუტანა, რაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას გულისხმობს. ყველაფერთან ერთად გიბსონმა ჯარიმაც გადაიხადა, რომლის ოდენობაც არ ხმაურდება. ამ მორალური და მატერიალური დარტყემის გამო მსახიობი კინაღამ დეპრესიაში ჩავარდა, თუმცა ჯერი ახლა ბერძენ მოდელზეა, რომელმაც, როგორც ამბობენ, უკვე მოახერხა მელის სტრესიდან გამოყვანა.

კომენტარი