მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული...

გცმევიათ ოდესმე 12 მილიონ დოლარად ღირებული ბიუსტჰალტერი? ან თუ გაგისინჯავთ კარტოფილი, რომლის ერთი კგ 500 ევრო ღირს? დაზღვეულია თქვენი ჯანმრთელობა 1 მილიარდ ევროდ, როგორც ჯენიფერ ლოპესის?

გაზეთი „ბილდი“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ, სხვადასხვა სახის დეტალებს გვთავაზობს და ამ სიაში, ზემოთჩამოთვლილთა გარდა მოხვდნენ ყველაზე ძვიეადღირებული ავტომობილი, კოსტიუმი, სიგარეტის კოლოფი და ა.შ.

მსოფლიოში ყველაზე ძვრადღირებული ქალი ჯენიფერ ლოპესია. მისი სხეული ნიუ-იორკის ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მილიარდ ევროდაა დაზღვეული.

ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად ჯერჯერობით „კარიბის ზღვის მეკობრეები“ ითვლება, რომლის შექმნისთვის 300 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო მპანია „პეპსის“ ეკუთვნის: 2002 წელს მან საკუთარი პროდუქტის რეკლამირებისთვის მომღერალი ბრიტნი სპირსი მოიწვია და 90-წამიან სარეკლამო რგოლში მას 7, 53 მილიონი დოლარი გადაუხადა.

ყველაზე ძვირადღირებულ მოგზაურობად ამერიკელი ბიზნესმენის დენის ტიტოსა და სამხრეთაფრიკელი მულტიმილიონერის, მარკ შატელვორტის მოგზაურობა ითვლება, რომლებმაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურით „გასეირნებისთვის“ 20 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წინასაარჩევნო კამპანია მაიკლ ბლუმბერგს უკავშირდება, რომელიც ნიუ-იორკის მერის თანამდებობაზე 2001 წელს იყრიდა კენჭს. თუ მის მიერ დახარჯულ თანხას მიღებული ხმების რაოდენობაზე გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ ყოველი 744-757 ხმა მას 86,10 ევრო „დაუჯდა“.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად ბოლო მიწისძვრამდე ტოკიო რჩებოდა.

ყველაზე ძვირადღირებული სერიული ავტომობილი Maybach 62 გახლავთ: ის „სულ რაღაც“ 360 ათასი ევრო დაგიჯდებათ.

ყველაზე ძვირი ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზე ცნობილმა იუველირმა სტიუარტ ვაიცმანმა დაამზადა. ის 642 ლალის თვლითაა შეკრული და 1, 6 მილიონი ევრო ღირს.

ყველაზე ძვირი სადილი ფირმა Greenlight Capital-ის შეფმა, დევიდ აინჰორნმა შეუკვეთა, რათა თავის კუმირთან, მილიარდერ უორენ ბაფეტთან მისჯდომოდა მაგიდას. მან სადილში 250 100 დოლარი გადაიხადა.

ყველაზე ძვირადღირებული სიგარეტი Treasurer მარკისაა. ის მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში იყიდება და კოლოფი დაახლოებით 24 ევრო ღირს.

მსოფლიოში ყველაზე ძვირი კარტოფილი საფრანგეთში იყიდება და Сорт La Bonnotte ფირმისაა. კილოგრამის ფასი 500 ევროა.

ყველაზე ძვირი ყავაა Сорт Kopi Luwak სუმარტას კუნძულიდან. მეოთხედ ფუნტ ასეთ ყავაში დაახლოებით 75 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

ყველაზე ძვირი კოსტიუმი ამერიკელ კოსმონავტებს აცვიათ. ის 9 მილიონი დოლარი ღირს.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო დუბაიში მდებარეობს - Burj Al Arab. ყველაზე მოკრძალებულ ნომერში აქ ღამის გათევა 770 ევრო ღირს, ხოლო სამეფო აპარტამენტები 7 700 ევრო დღე-ღამეში.

ყველაზე ძვირი სტადიონი Stade de France, პარიზშია. მისი მშენებლობა 460 მილიონი ევრო დაჯდა.

ყველაზე ძვირი საბირჟო აქცია ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway ეკუთვნის. ერთი აქცია 64 ათას ევროზე მეტი ღირს.

კომენტარი