კონკიას რეალური ამბავი ანუ ღარიბი, ობოლი გოგონადან რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსამდე განვლილი გზა

ყველაზე მდიდარი რუსი ქალბატონი, 54 წლის მარგარიტა ლუი-დრეიფუსი, რომელიც 8,4 მილიარდი დოლარის მფლებილია მეოთხე შვილზეა ორსულად. ბავშვს იგი თავისი რიგით მესამე ქმრისგან, 52 წლის ბიზნესმენ ფილიპ ჰილდერბრანდისგან ელოდება.

ამ სიახლემ რუსულ მედიასა და საზოგადოებას რიტაზე სასაუბრო მიზეზი მისცა და მათ ძველი ისტორიაც გაიხსენეს იმის შესახებ თუ როგორ გახდა ობოლი, ღარიბი გოგონა ყველაზე მდიდარი რუსი ქალი.

რიტას მშობლები სარკინიგზო კატასტროფაში დაიღუპნენ, გოგონას ბაბუა სიღარიბეში ზრდიდა, ისინი პეტერბურგის ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში ე.წ. კომუნალკაში ცხოვრობდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ მარგარიტამ სავაჭრო ტექნიკუმში ჩააბარა, სადაც უცხო ენების სწავლამ გაიტაცა, რაც მოგვიანებით კარგად გამოადგა ცხოვრებაში.

სწავლის დასრულების შემდეგ მარგარიტამ გიდად დაიწყო მუშაობა ტურისტულ კომპანიაში, სადაც შვეიცარიელი ტურისტი მამაკაცი გაიცნო, ცოლად გაყვა და შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ერთ წელიწადში დაშორდა.

შვეიცარიელ ქმართან განშორების შემდეგ კი რიტას ცხოვრებაში გამოჩნდა კაცი, რომელიც გახდა პეტერბურგელი ღარიბი გოგონას გასაღები ფუფუნების სამყაროში, ეს გახლადთ ფრანგი მილიარდერი რობერ ლუი-დრეიფუსი.

რობერმა და მარგარიტამ ერთმანეთი თვითმფრინავში გაიცნეს, რთული სათქმელია რატომ მგზავრობდა არც ისე მდიდარი გოგონა პირველი კლასით, იქნებ სწორედ იმიტომ რომ რობერისნაირი კაცის გაცნობა სურდა, თუმცა ფაქტია მამაკაცის მოხიბვლა მან ისე მარტივად მოახერხა, რომ მესამე პაემანზე ფრანგი მილიარდერი პეტერბურგელ ლამაზმანს სიყვარულში გამოუტყდა.

მათი ქორწინება უფრო რთული საქმე იყო, რადგან რობერის ოჯახმა რიტას მიღება არ ისურვა. რიტა და რობერი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად ქორწინების გარეშე, მანამ სანამ რობერის დედა ავად არ გახდა და მარგარიტა 3 შვილთან ერთად არ მივიდა სადედამთილოს სანახავად. ბავშვები იმდენად გავდნენ, რობერს რომ მოხუცს გული მოულბა და რობერს რიტაზე დაქორწინების უფლება მისცა.

ოფიციალური ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ რობერი ლეიკემიით დაავადდა და გარდაიცვალა, სიკვდილამდე კი მთელი თავისი ქონება ცოლს გადაუფორმა (მათ შორის საფეხბურთო გუნდი „ოლიმპიკ მარსელი“ რომელსაც ახლა მარგარიტა 100 მილიონ ევროდ ყიდის) და ასე იქცა პეტერბურგელი ღარიბი გოგონა ყველაზე მდიდარ რუს ქალბატონად.

კომენტარი