სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ აგუტინმა დიკაპრიოს ოსკარი მის რუსულ ფესვებს მიაწერა

ლეონარდო დიკაპრიოს ოსკარმა თაყვანისმცემლები მსოფლიოს სხვადახსვა ქვეყნებში გაახარა, მათ შორის გამონაკლისი არც რუსეთი და რუსი ვარსკვლავები ყოფილან.

გამორჩეული და ვრცელი იყო რუსი მომღერლის, ლეონიდ აგუტინის პოსტი, რომელმაც დიკაპრიოს რუსული ფესვები გაიხსენა.

„გილოცავთ ლეონარდო!

შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ნიჭიერი, კინოსთვის თავდადებული, კეთილი და მამაცი ადამიანი.

ცინიკოსი პროფესიონალი და ამასთანავე მგრძნობიარე ბიჭუნა.

ყოჩაღ!

ამ ყველაფერს მე მთელ მის კარიერაზე ვამბობ.

რაც შეეხება ისკარს, ის არსად გაიქცეოდა და ადრე თუ გვიან მისი გახდებოდა.

სხვათაშორის, მისი ფესვებისა და ბებიის გვარის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ლიონია სმირნოვია, ის ვინც საკუთარ თაყვანისმცემლებს არასოდეს უცრუებს იმედს! - წერს აგუტინი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100