თაკო გაჩეჩილაძემ საკუთარი თავი კურტ კობეინს შეადარა

ერთხელ კურტ კობეინს საკუთარმა ფანმა უთხრა, რომ მისი ცოლი ძალიან მოსწონდა.

„მოგწონს? ოჰ, მადლობა მეგობარო, ის ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს“ - უპასუხა კობეინმა.

აღნიშნული დიალოგის ამსახველი გიფი სოციალურ ქსელში გააზიარა ქართველმა მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ წარწერით:

„არ ვიცოდი მე და კურტ კობეინს რომ ერთნაირი იუმორი გვქონდა. იგივეს ვპასუხობ ხოლმე - ოღონდ საკუთარ თავზე.“

კომენტარი