სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბონდარენკო მცხეთაში, ჩოპრა ბათუმში და ნუკა კარალაშვილი ჩიხტიკოპით

„ქართული ცეკვის პირველი რეპეტიციის შემდეგ, რომელიც სუხიშვილებთან ერთად გავიარე წამიყვანეს მთაში, რათა ყველაფერს ჩიტის საფრენი სიმაღლიდან გადმოვხედო. მიყვარს ჩემი საქმე“ - წერს მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო და აქვეყნებს მცხეთაში, ჯვრის მონასტერში გადაღებულ სელფს.

ცნობისთვის მეხუთე ტური ცეკვავენ ვარსკვლავებში ქართულ ცეკვებს დაეთმობა და კონკურსანტები უკვე ემზადებიან. ქართულ ტრადიციულ სამოსში გადაღებული სელფი გამოაქვეყნეს მის საქართველო ნუკა კარალაშვილმა და მომღერალმა ლიზა ყენიამ.

რაც შეეხება ცეკვავენ ვარკსვლავების კიდევ ერთ უცხოელ მონაწილეს, ინდოელ მსახიობ გაურავ ჩოპრას, ქართული ცეკვის შესრულებამდე ის ბათუმის სანახავად წავიდა. განახლებული ზღვისპირეთით მოხიბლულმა ინდოელმა სოციალურ ქსელში აჭარის დედაქალაქის ფოტოც გამოაქვეყნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100