მარია შარაპოვა ჰარვარდის სტუდენტი გახდა

2016 წელი ჩოგბურთელ მარია შარაპოვასთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან დოპინგ-ტესტის გავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ლამაზმანი სპორტსმენი აკრძალული პრეპარატის მელდონიას 10 წლის განმავლობაში იღებდა.

რუსი ჩოგბურთელი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადიდან მოხსენს, თუმცა გადაწყვიტა დრო არ დაკარგოს.

სპორტსმენმა არჩევანი ჰარვარდის უნივერსიტეტეზე გააკეთა. ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში სწავლის დაწყების შესახებ მარიამ თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით ამცნო.

აღსანიშნავია, რომ სპორტის პარალელურად შარაპოვა უკვე დიდი ხანია რაც ბიზნესითაა დაკავებული და ახალგაზრდა მილიონერების სიაში საპატიო ადგილიც უკავია.

კომენტარი