სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქათმები, ვენახი და სოფლის ბირჟა“ - რა დღეშია ნინა წკრიალაშვილის პომადა?

ნინა წკრიალაშვილი გადაცემა გარდერობიდან აბსოლუტურად სხვა შინარსისა და ტიპის ტელეპროექტზე გადაერთო. ახალი სეზონიდან მარაოს ეთერში გავა ტელე-შოუ პომადა ნინა წკრიალაშვილთან ერთად.

დრონისთვის ხელმისაწვდომი გახდა გადაცემის პირველი ეპიზოდის გადაღებების ამსახველი ფოტომასალა, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა და დეტალების გასარკვევად თავად ნინას დავუკავშირდით.

„ყველა დეტალს ვერ გავამხელ, ჯერ გადაცემა ეთერში არ გასულა და არ გვინდა.

გეტყვით იმას, რომ ეს არის გადაცემა ქალებზე და ქალებისთვის. პომადა ძალიან ბევრ ისეთ ქალს აჩუქებს ერთ ლამაზ დღეს, რომლებსაც საკუთარი თავისთვის დრო არ რჩებათ. ამაში ჩვენი სპონსორებიც დაგვეხმარებიან, იქნება საჩუქრები და ა.შ.

უზომოდ საინტერესოა სამუშაო პროცესი, ახლაც გადაღებაზე ვარ და ძალიან მომწონს, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მიხარია, რომ გავახარებთ ქალბატონებს.

გადაცემა გარდერობისგან განსხვავდება ეს გადაცემა ძალიან, ბევრად მეტ დროს მოითხოვს როგორც გადაღების, ასევე სტუმრის შერჩევის პროცესი.

ერთ კვირაში გავა ეთერში პირველი ეპიზოდი და გირჩევთ უყუროთ“ - განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა დრონი.ჯისთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100