სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ცხოვრობს ახლა და რისი იმედი აქვს ლექს-სენს მომავალში?

მისი სიმღერები და კლიპები ძველებური ინტენსივობით აღარ ტრიალებს ტელე და რადიო ეთერებში, დიდი ხანია აღარც ლექსების კრებული გამოუშვია და აღარც სპორტის სასახლე გაუვსია, მაგრამ საზოგადოებას მისი პიროვნება ისევ აინტერესებს, სწორედ ამიტომ დრონი.ჯიმ ქართველ რეპერ ლექს-სენთან ინტერვიუს ჩაწერა გადაწყვიტა.

კითხვებზე პასუხის გაცემამდე მუსიკოსი ჩვენი გამოცემის პოლიტიკური მრწამსით დაინტერესდა და მას შემდეგ რაც განვუმარტეთ, რომ აპოლიტიკურები ვართ ინტერვიუზე თავისუფლად დაგვთანხმდა.

-რას საქმიანობ და როგორ ცხოვრობ ახლა?

-გაჭირვებით როგორც ყველა.. საქმეც ნაკლებია... ოქტომბრის იმედი გვაქვს.

-რას ელი ოქტომრისგან? რომელიმე პარტიას გამორჩეულად უჭერ მხარს?

-აპოლიტიკურობა ეგ არი?

-შენთვითონ ახსენე ოქტომბერი და არჩევნები, შენმა პასუხმა მოიტანა ეს კითხვა

-მთავრობის ცვლილებას ველით. მხარს ვუჭერ ახალ ენმ-ს

-ნაციონალების დაბრუნების იმედი გაქვს ანუ?

-დაბრუნების არა გამარჯვების

-რას ელი მათგან? რატომ მაინც და მაინც ენმ?

-ყველაზე ჭკვიანი, გონიერი, პროფესიონალი ხალხის ერთობაა. ღირებულებებით ახლოსაა ჩემთან. ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური პარტიაა.

-შემოქმედებით ცხოვრებაში რა ხდება? არის ახალი სიმღერები?

-კი საკმაოდ ბევრი. ახალი კლიპიც გამოვიდა

-როგორ გიქრობ მსმენელს ენატრები? გრძნობ მათგან ამას?

-კი

-ქართველი მსმენელი და მათი გემოვნება შეიცვალა მას შემდეგ რაც შენ ყველაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსი იყავი?

-კი ასეა სამწუხაროდ

-ანუ ადრე უკეთესი გემოვნება ქონდათ?

-კი

-კონკურენცია მუსიკოსებში მაშინ უფრო დიდი იყო თუ ახლა?

-მაშინ. კონკურენცია ქმნის ბაზარს

-პირად ცხოვრებაში რა ხდება?

-არაფერი, ისევ ისე, ყველაფერი კარგად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100