სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა ლესბოსელები ან ბისექსუალები?

უცნაურია, თუმცა ერთადერთი ადამიანი ჩვენს გარშემო, რომელსაც მთელი ცხოვრება ბოლომდე ვერ შევიცნობთ, ჩვენივე თავია. ხშირად გვხვდება ახალი აღმოჩენები საკუთარ თვისებებში, რომლის შესახებაც აქამდე არ ვიცოდით. ეს განსაკუთრებით ეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, როდესაც მოგვწონს გარკვეული ვიზუალის მქონე მამაკაცები, თუმცა გვიყვარდება და ცხოვრებას ვუკავშირებთ რადიკალურად განსხვავებულს. ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგონებს ჰგონიათ, რომ მოწონთ მამაკაცები, თუმცა გარკვეულ მომენტებში ქალების მიმართ გრძნობენ ვნებას. ეს სტატია ეხება იმ კატეგორიის გოგონებს, რომლებიც თავიანთ ორიენტაციაში საბოლოოდ არ არიან ჩამოყალიბებულნი - ამის შემდეგ მარტივად გაერკვევით საკუთარ თავში.

  • ეჭვი ორიენტაციის შესახებ - ეს ნორმალურია. შესაძლოა, თქვენ აქამდე გქონდათ მამაკაცთან ურთიერთობა, ახლა კი გოგონები გაინტერესებთ, რაც დამაბნეველია და ვერ გარკვეულხართ, რა გინდათ. ლესბოსელი გოგონების უმრავლესობას გარკვეულ ეტაპამდე ჰქონდა მამაკაცთან ურთიერთობა, ბისექსუალი კი ერთდროულად ორივე სქესით არის დაინტერესებული. იმისათვის, რომ საბოლოოდ გაერკვეთ თქვენს ორიენტაციაში, საჭიროა ორივე სქესთან განმარტოვება ინტიმურ გარემოში (რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე).
  • გოგოს კოცნა - ეს ბევრს ვერაფერს გეტყვის საკუთარ ორიენტაციაზე. ერთ უბრალო კოცნას არ შეუძლია შენს გაურკვევლობას წერტილი დაუსვას. შესაძლოა იმ კონკრეტული გოგონას მიმართ არ განიცდიდეთ ვნებას, რადგან ჰეტეროსექსუალ გოგონებსაც არ აქვთ ყველა ბიჭის მიმართ ლტოლვა. პირველ რიგში მთავარია სწორად შერჩეული პიროვნება.
  • აუცილებელია წინა ურთიერთობების დასრულების მიზეზებში ჩაღრმავება. შესაძლოა ბიჭებთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ გამოგდიოდათ, თუ მათ მიმართ არ გრძნობდით ძლიერ მიზიდულობას, ეს ყოველივე კი აუფერულებს ურთიერთობას. თუ უამრავ ბიჭთან სცადეთ რომანის გაბმა და ყველა კრახით დასრულდა, დროა დაფიქრდეთ საკუთარ ორიენტაციაზე.
  • მნიშვნელოვანია ფილმში ინტიმური სცენების მიმართ ინტერესი. რომელი კატეგორიის სცენები იწვევს თქვენში აღგზნებას, ჰეტეროსექსუალური თუ ლესბოსური, ან ბისექსუალური? ეს არც თუ ისე პატარა დეტალი ძალიან მნიშვნელოვანი კვანძია თქვენი ორიენტაციის გამოვლენის.
  • ეს სექსზე მეტია - ინტერესის გამო უამრავი გოგონა აღმოჩენილა ლოგინში თავისივე სქესის პარტნიორთან, თუმცა მხოლოდ სექსის ქონა ლესბოსელობას ან ბისექსუალიზმს არ ნიშნავს. მთავარი ის შეგრძნებებია, რასაც აქტის დროს განიცდი. ასევე ურთიერთობა სექსის შემდეგ - თუ გამუდმებით იმ ადამიანზე ფიქრობ, იხსენებ მასთან გატარებულ დროს, გინდა რომ სულ თქვენთან იყოს - ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ „სექსი ინტერესის გამო არ გაკავშირებთ“, ეს იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სექსი.
  • დაიმახსოვრეთ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაერკვეთ საკუთარ გრძნობებსა და ორიენტაციაში, მიიღოთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ, რადგან სირცხვილის გამო უბედურებას სიმამაცის გამო ბედნიერება ჯობია.

    კომენტარი

    სარეკლამო ადგილი - 101
    100 x 100