ბრედ პიტის პირადმა მცველმა საიდუმლო გაამხილა - გაინტერესებთ ვინ არის მსახიობის ახალი რჩეული?

მსახიობ ბრედ პიტის პირადმა მცველმა თავის მეგობრებს პიტის ახალი რომანის შესახებ უამბო. ამბავი კი მალევე გავრცელდა - პიტის ახალი სიყვარულის ობიექტი ასევე მსახიობი ქეით ჰადსონია. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ არის დაზუსტებული, თუმცა ბრედთან დაახლოებული პირის ნათქვამი საკმაოდ დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს. ქეით ჰადსონი მსახიობ გოლდი ჰოუნის ქალიშვილია. მისი ბიოლოგიური მამა მომღერალი ბილი ჰადსონია. თავად ქეითს ორი ვაჟი ჰყავს - უფროსი მუსიკოს კრის რობინსონისგან, ხოლო უმცროსი მეთიუ ბელამისგან, რომელიც ასევე მუსიკოსია და ჯგუფ "Muse"-ს წევრი.

კომენტარი