სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრისტენ სტიუარტი ნაცემია - რა კავშირია დალურჯებულ სახესა და მის რომანს შორის Victoria’s Secret-ის მოდელთან?

საზოგადოებისთვის უკვე საიდუმლო აღარაა კრისტენ სტიუარტისა და Victoria's Secret-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელის, სტელა მაქსველის რომანი. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას აღარ მალავს, პაპარაცები მაინც ჩასაფრებულები ელოდებიან მის მზის შუქზე გამოჩენას, რათა რაიმე გემრიელი ლუკმა დაიჭირონ. მათ სულ ცოტა ხნის წინ ძალიან გაუმართლათ, რადგან სტიუარტი და მაქსველი მორიგი გასეირნებისას ერთად გამოიჭირეს. თუმცა ეს არ იქნებოდა მსუყე ლუკმა, რომ არა კრისტენის დალურჯებული და ნაცემი სხეული. რა თქმა უნდა, პაპარაცებმა არ დააყოვნეს და ფოტოების გადაღება მალევე შეძლეს. ვინ მიაყენა მსახიობს დაზიანებები, პრესისთვის უცნობი რჩება, თუმცა რამდენიმე პირი ირწმუნება, რომ სტიუარტი ერთ-ერთ ბარში წაიქცა, სადაც მაქსველთან ერთად ერთობოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100