სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული პრესა ქეთა თოფურიას ფარულ რომანზე ალაპარაკდა

გამოცემა Life.ru მომღერალ ქეთა თოფურიასა და რეპერ გუფს შორის არსებულ ფარულ რომანზე წერს. ჟურნალისტი ასევე იუწყება, რომ წყვილი სამუის კუნძულზე რომანტიკულ არდადეგებს ერთად ატარებდა. ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალაც, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ აწევს გულზე მომღერალი გუფის. სტატიაში ვკითხულობთ:

„რუსულ შოუ ბიზნესში ალბათ ვერავინ არმოიდგენდა, რომ „რეპ-ხულიგანი“ გუფი (სასცენო სახელი, სინამდვილეში მისი სახელი და გვარია ალექსეი დოლმატოვი), რომელიც მუდამ „ცუდი“ გოგონების გარემოცვაშია, ისეთ ქალთან დაიჭერდა ურთიერთობას, როგორიც ბედნიერი ცოლი და დედა, დაოჯახებული ქეთა თოფურიაა. Life.ru-სთვის ცნობილი გახდა, რომ დაოჯახებულ მომღერალს უკვე ერთი წელია 37 წლის რეპერთან ფარული რომანი აკავშირებს. წყვილი ერთად ატარებდა რომანტიკულ არდადეგებს ტაილანდის კუნძულზე, მოსალოდნელი გამგზავრების შესახბ კი გამოცემისთვის ქეთას უახლოესი მეგობრისგან გახდა ცნობილი. ამიტომ ჩვენმა გამოცემამ ჟურნალისტი გაგზავნა აღნიშნულ კუნძულზე, რათა ჩასაფრებოდა მათ. სწორედ ასე მოხვდა „ტკბილი წყვილი“ ჩვენს ობიექტივში. ჩვენი ჟურნლისტი რამდენიმე დღე ფარულად იყო ჩასაფრებული იმ ვილასთან, სადაც შოუ ბიზნესის ეს ორი წარმომადგენელი ისვენებდა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ არის ქეთა ჩახუტებული მზეზე წამოწოლილ გუფისთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქეთა სოციალურ ქსელში მხოლოდ იმ სელფებსა და ფოტოებს აქვეყნებდა, რომელიც ასახავდა, თუ როგორ ისვენებდა ის დაქალებთან ერთად. გუფის მიერ თავის პროფილზე გამოქვეყნებულ ფოტოებში კი ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს რეპერი მარტო ატარებდა დროს ამ კუნძულზე. თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩებოდა - ის ბეგრაუნდები და შეზლონგები, რომელიც ორივე მათგანის ფოტოებზე ხვდებოდა.

ჩვენ ასევე შევძელით რუსეთში დაბრუნებული წყვილი აეროპორტში დაგვეფიქსირებინა. მართალია, ისინი ცალ-ცალკე გამოვიდნენ, თუმცა ერთი რეისის მგზავრები იყვნენ. როგორც წყვილის საერთო მეგობარმა გაგვიმხილა, ისინი გასული წლის მარტიდან ხვდებიან ერთმანეთს. მათი რომანი კი გადასაღებ მოედანზე დაიწყო, როდესაც საერთო სიმღერაზე კლიპს იღებდნენ. თითქმის ათი თვეა უკვე ერთად არიან და ამის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა (გუფის საკონცერტო დირექტორმა და ქეთას რამდენიმე დაქალმა).

ჩვენი წყარო აგრეთვე გვეუბნება, რომ თავდაპირველად ქეთას დაქალებმაც არ იცოდნენ და როდესაც ეს ამბავი შეიტყვეს, რა თქმა უნდა შოკი იყო ეს მათთვის. მომღერალი ამ რომანს კარგად მალავდა, იმის შიშით, რომ მისი ქმარი ყველაფერს გაიგებდა. ლევი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ახლა ამერიკაში იმყოფება სამუშაო მივლინებით.

ქეთა და ალექსეი საზოგადოებაში ერთად არ ჩნდებიან, მათი შეხვედრის ადგილი რეპერის ქალაქგარეთ მდებარე სახლია, სადაც კარგად შეძლებენ ცნობისმოყვარე ადამიანებისგან დამალვას. ისიც გავიგეთ, რომ ქეთა თავისი საყვარელი მამაკაცის არც ერთ გამოსვლას ტოვებს და ყველას ესწრება, რომელიც დედაქალაქში იმართება.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუფის ნარკოდამოკიდებულება ქეთასთვისაც სანერვიულო აღმოჩნდა და მომღერალი ყველანაირად დაეხმარა, რათა სარეაბილიტაციო ცენტრში დარეგისტრირებულიყო." - წერს რუსული პრესა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100