სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკული ყვითელი პრესა ანჯელინა ჯოლისა და ჯარედ ლეტოს ფარულ რომანზე ალაპარაკდა

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაშორდნენ ერთმანეთს და უკვე პირადი ცხოვრების აწყობაზე იზრუნა ორივემ.
ამჯერად ანჯელინა ჯოლის ახალ რომანზე წერს ამერიკული ყვითელი პრესა, რომლის ინფორმაციითაც მსახიობი ყოფილ ბოიფრენდს ჯარედ ლეტოს ხვდება. მართალია, ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა არ ვრცელდება ჯერჯერობით, თუმცა უკვე არაერთმა ნახა წყვილი სხვადასხვა რესტორნებში ვახშმობისას და სასტუმროებშიც წააწყდნენ საიდუმლო პაემანის დროს. შესაძლოა, ეს უბრალოდ გავრცელებული ჭორი იყოს და ჯარედი და ანჯელინა მხოლოდ პროფესიული მიზნით ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1999 წელს მათ უკვე ჰქონდათ მცირეხნიანი რომანი, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვის საბაბს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100