მკვლელობას, რომელიც გეი პარადს უკავშირდებოდა, სოციალურ ქსელში ამგვარი გამოძახილი მოჰყვა

ორლანდოში (ფლორიდა) მომხდარმა რამდენიმე მკვლელობამ ,რომელიც გეი პარადს უკავშირდებოდა, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რასაც სოციალურ მედიაში ჰაშტაგ #TwoMenKissing-ის აქტიური გამოყენება მოჰყვა.

ეს ერთგვარი გამოძახილი გახლდათ იმ ინტერვიუსი, რომელიც მკვლელის მამამ მედია საშუალებებს მისცა. ის ამბობდა, რომ მისი შვილის საქციელის მიზეზი ჰომოფობია იყო და რომ მისი შვილი განარისხა იმ სურათმა, რომლის მომსწრეც ის გახდა, როდესაც მან დაინახა ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ. პასუხად, ყოველდღიურად უამრავმა მამაკაცმა დაიწყო ისეთი სურათების გადაღება და სოციალური მედიით გავრცელება,რომლებშიც ასახული იყო ის, თუ როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს შეყვარებულები, უცნობები, მეგობრები. ამ სურათებით ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ მათი არსებობა იმ მსოფლიოსათვის, რომელმაც მათი არსებობა უარყო, ცდილობდნენ შეექმნათ ისტორია და დაენახვებინათ საზოგადოებისთვის ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ “love is love”.

გთავაზობთ „ლოს ანჯელესის ხელოვნების მუზეუმის“, „ლესლი ლოჰმანის მუზეუმის“ სურათებს, რომლებიც ეძღვნება გეი პარადს.

კომენტარი