რუსული პრესა დიმა ბილანის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსული გამოცემები აქტიურად წერენ დიმა ბილანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რამდენიმე დღის წინ მან ავადმყოფობის გამო გამოტოვა მუსიკალური დაჯილდოვების "Звуковая дорожка"-ს ცერემონია. როგორც აღმოჩნდა, მომღერალი გარკვეულ პრობლემებს უჩივის, თუმცა აქამდე არ აკონკრეტებდა რა აწუხებდა, სატელეფონო ინტერვიუში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ყველა ადამიანმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარ ჯანრმთელობას. სულ ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბილანს თიაქარი აქვს ხერხემალზე და ექიმები მის ოპერირებას ურჩევენ, თუმცა დიმა თავს იკავებს ქირურგიული ჩარევისგან და მხოლოდ მედიკამენტებით ცდილობს გაუმკლავდეს ავადმყოფობას. არაოფიციალური ინფორმაციით მომღერალი საავადმყოფოშიც იწვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ოფიციალურად კი დასტურდება ის, რომ თიაქარი საკმაოდ მძიმედ აწვება ორგანიზმში ნერვებს და ბილანს მოძრაობაც უჭირს.

კომენტარი