სკარლეტ იოჰანსონი ტრამპის ქალიშვილის როლში - პაროდია, რომელმაც დიდი მხიარულება გამოიწვია

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე საკმაოდ ბევრი პაროდია გაკეთდა, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ. მის ამჟამინდელ მეუღლეზეც არსებობს მსგავსი პაროდიები, თუმცა ქალიშვილი ივანკა რატომღაც არავის ყურადღების ქვეშ არ მოქცეულა ამ კუთხით. მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა გადაწყვიტა გამოესწორებინა ეს შეცდომა და პრეზიდენტის ქალიშვილის როლი ითამაშა საკმაოდ მხიარულ ვიდეო რგოლში, რომელიც ტელეკომპანია NBC-ზე გადაცემა Saturday Night Live-ში გავიდა პირველად.

"ყველა მამაკაცმა იცის მისი სახელი, ყველა ქალმა იცის მისი სახე. როდესაც ის შედის ოთახში, ყველა მას უყურებს - ის ივანკაა - ლამაზია, ძლიერია, თანამონაწილე" - ასე ახასიათებს ავტორი ვიდეო რგოლის გმირს.

როგორც მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპი მსგავსი ტიპის ვიდეოებს ყოველთვის უარყოფითად ეხმაურება, თუმცა ამ უკანასკნელ პაროდიაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარი