შარლიზ ტერონს უბედურება შეემთხვა

შარლიზ ტერონს გადასაღებ მოედანზე უბედურება შეემთხვა - ამ სათაურით ავრცელებს უცხოური პრესა ახალ ამბავს, რომელიც, დამეთანხმებით, არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს. იქვე, ანონსში მითითებულია ტექსტი, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ მსახიობი მკურნალობის კურსს ერთ-ერთ კლინიკაში გადის. სინამდვილეში, საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც გადაღებების დროს მიხდა და რომლის დროსაც ტერონმა ორი კბილი ჩაიმტვრია.

გამოცემა Daily Mail იქვე აღნიშნავს, რომ მსახიობს ბოლო პერიოდში კბილებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თავისი პროფესიიდან გამომდინარე კი მუდმივ მკურნალობას საჭიროებდა. ფილმ „ატომური ქერას“ გადაღებების დროს კი დასუსტებულმა კბილებმა მსუბუქ დარტყმას ვერ გაუძლო და დაიმსხვრა.

კომენტარი