სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იენ სომერჰოლდერი მალე მამა გახდება

სერიალ „ვამპირის დღიურების“ მსახიობმა 38 წლის იენ სომერჰოლდერმა საზოგადოებას სასიხარული ამბავი შეატყობინა. იენმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ორსული მეუღლის ფოტო დადო. სომერჰოლდერმა და მისმა მეუღლემ ნიკი რიდმა გადაწყვიტეს ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი სოციალური ქსელით ეცნობებინათ ყველასთვის: „მივმართავ ჩვენს მეგობრებს, ნათესავებს და დანარჩენ მსოფლიოს - მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასდროს გამომიცდია ამაზე უფრო სასიამოვნო შეგრძნება, რასაც ახლა ვგრძნობ. ვერ წარმომიდგენია ამაზე უფრო საინტერესო რამ, რაც ჩემი ცხოვრების მომდევნო ეტაპზე იქნება. სწორედ ამიტომ გვინდოდა, რომ ეს ამბავი პირადად ჩვენგან გაგეგოთ. იმდენად მაგარი შეგრძნება იყო ჩემთვის და ნიკისთვის მომავალი ბავშვის შესახებ რომ გავიგეთ, გადავწყვიტეთ, რაც შეიძლებოდა დიდ ხანს შეგვენახა საიდუმლოდ. მადლობელი ვარ თქვენი, თითოეულის დადებითი ენერგეტიკისთვის“ - წერს მსახიობი ინსტაგრამზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100