სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

63 წლის ასაკში დაწყებული სამოდელო კარიერა და პროფესორი ქალის დაუჯერებელი ისტორია

63 წლის პროფესორი მოდის ინდუსტრიაში საბედისწეროდ მოხვდა. ეს არის გამაოგნებელი ისტორია ქალზე, რომელსაც პოპულარობა 63 წლის ასაკში ეწვია. დრონი ჯი. ლინ სლეიტერის დაუჯერებელ ისტორიაზე გიამბობთ:

ეს როდესაც ფორდჰემის უნივერსიტეტის პროფესორი ლინ სლეიტერი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დროს ლინკოლნ ცენტრის გარეთ მეგობრთან შესახვედრად მივიდა მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი ცხოვრება ამ წამიდან მთლინად შეიცვლებოდა. ადგილზე, მოდის კვირეულისთვის მისული უცხოელი ჟურნალისტები ამ ქალბატონის სტილმა იმდენად აღაფრთოვანა, რომ 63 წლის მასწავლებელი და პროფესორი მოდის სახედ მიიჩნიეს. ჟურნალისტები შეცდომაში შევიდნენ და ეს იყო განმსაზღვრელი მომენტი, რომელიც ლინისთვის საბედისწეროდ მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდა. ლინ სლეიტერი მოხვდა კადრებში და ის მსოფლიომ გაიცნო.

63 წლის ასაკში ლინ სლეიტერი არ არის ზუსტი ტიპური მაღალი კლასის მოდელი, მაგრამ ეს მისი მოწოდებაა. ის გმობს ასაკობრივ დისკრიმინაციას როგორც მოდის ინდუსტრიაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში."მე ვფიქრობ, რომ კომფორტულად ხარ მაშინ, როდესაც ფლობ იმ ტანისამოსს რომელიც გაცვია, ამიტომ ამის მერე იმასაც გრძნობ, თუ რა კარგად გამოიყურები“ განაცხადა სლეიტერმა „ქარხანა 296 „-თან მიცემულ ინტერვიუში.

ამჟამად, მან მოაწერა ხელი მსოფლიოს წამყვანი მოდელირების კომპანიასთან თანამშრომლობაზე. ლინის მოუწევს ისეთ ბრენდებთან მუშაობა, როგორებიცაა მანგო და უნიკოლო.

ლინი შესანიშნავია არა მარტო საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებით, არამედ იმ აშკარად გამოხატული ჰიპ სტილით, რომლითაც გარშემომყოფებს მუდამ აოცებს.

63 წლის ქალბატონს Instagram გვერდზე 132 ათასი მიმდევარი ჰყავს და ის ძალიან პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100