"ეს დიდი პრობლემა იყო, ჟიურის წევრებზე უფრო ნაწყენი ვარ" - რა მოხდა ოთო ღურწკაიას გამოსვლამდე „X ფაქტორში“?

განსაკუთრებული ვოკალითა და სიმღერის თავისებური მანერით ოთო ღურწკაიამ მაყურებელს თავი უკვე დაამახსოვრა. „X ფაქტორში“ მისმა გამოჩენამ მაყურებელსა და ჟიურიში ერთნაირად დიდი მოწონება დაიმსახურა. ოთოს ყველა გამოსვლა ჟიურის კომპლიმენტებითა და აპლოდისმენტებით მთავრდებოდა. თუმცა ყველასათვის მოულოდნელად, 20 წლის კონკურსანტმა პროექტი დატოვა. იმ დღესვე ღურწკაიამ სოციალურ ქსელში გულშემატკივარს მოუბოდიშა. აღნიშნა, რომ უკმაყოფილო იყო მისი გამოსვლით და ყველანაირი კომფორტი შეუქმნეს, რომ ცუდად გამოსულიყო. რატომ ვერ შეძლო ოთომ თავის კარგად წარმოჩენა და რითი დარჩა უკმაყოფილო, „დრონი.ჯი“ოთო ღურწკაიას ესაუბრა:

- „იქს ფაქტორს“ გამოეთიშე, შენი გულშემატკივარი და მაყურებლის ნაწილი უკმაყოფილო დარჩა ამ გადაწყვეტილებით. თავად თუ ელოდი ასეთ შედეგს?

კონკურსია და ყველაფერს ველოდი, დატოვებასაც და გავარდნასაც.

- როგორც თქვით, უკმაყოფილო დარჩით თქვნი გამოსვლით, რატომ ფიქრობთ რომ მაყურებლის იმედი ვერ გაამართლეთ, რაში იყო პობლემა?

როგორც საჭირო იყო და როგორც გეგმაში მქონდა ისე ვერ შევასრულე და ეს ჩემი ბრალი არ იყო. გამოსვლის წინ მაღალი სიხშირეები გაუშვეს და დინამიკებმა ხმაური დაიწყო. ისე იყო რომ დავყრუვდი ლამის. მხოლოდ ჩემს გამოსვლაზე მოხდა ასე.

- „ყველანაირი კომფორტი მქონდა შექმნილი იმისთვის, რომ ცუდად გამოვსულიყავი“ - ეს თქვენი სიტყვებია და რომ დაგვიკონკრეტოთ რას გულისხმობთ? თქვენი შემდეგ ტურში არ გადაყვანა წინასწარ იყო გადაწყვეტილი?

ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, ეს მე ნამდვილად არ ვიცი, თუმცა რეპეტიციაზე რა საუნდჩეკიც გავიარეთ, კონცერტზე სხვანაირი საუნდი იყო, დაულაგებელი და ეს იყო დიდი პრობლემა. მენტორით კმაყოფილი ვარ, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი მისგან. ყოველთვის გვერდით მედგა.

ჟიურის წევრებზე უფრო ნაწყენი ვარ. გამოსვლა არ მქონია, რომლის დროსაც ჟიური ფეხზე არ მდგარა და მეუბნებოდნენ რომ გამარჯვების კანდიდატი ვიყავი. შესაბამისად, მოულოდნელი იყო ეს შედეგი. გული არ დამწყდებოდა ასეთი წინა პირობა რომ არ ყოფილიყო.

- თუ აპირებთ, რომ საქართველოს რომელიმე კონკურსში კიდევ მიიღოთ მონაწილეობა და რა გეგმები გაქვთ მომავალში?

ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ. შემოთავაზებები მაქვს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, გერმანიაში ორ ქალაქში მიმიწვიეს ემიგრანტებისთვის კონცერტის გასამართად.

- რას საქმიანობდი „იქს-ფაქტორამდე“, როგორ მიხვედი პროექტამდე?

კონცერტებზე ბენდთან ერთად გამოვდიოდი ხოლმე. „ახალ ხმაშიც“ ვმონაწილეობდი 3 წლის წინ, ნოდიკო ტატიშვილის გუნდში ვიყავი.

- სიმღერის ჩაწერას ან კლიპის გადაღებას გეგმავ?

მაქვს მსგავსი გეგმები, თუმცა ჯერ კონცერტები იგეგმება და ამას მივხედავ.

- და ბოლოს, ვივით რომ შენი გული დაკავებულია, ვინ არის შენი რჩეული?

მყავს ადამიანი, რომელიც მაბედნიერებს, ის მარიამ ბრეგაძეა. ოჯახის შექმნას ჯერ-ჯერობით არ ვაპირებთ. კონცერტებს უნდა მივხედო.

კომენტარი