სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავადმყოფობის შემდეგ ჯამიროქუაი ქართველი მსმენელისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს

მკურნალობის შემდეგ ჯამიროქუაი ქართველი მსმენელისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს. ჯეი ქეი დაშავებული იყო. მას მცირე საგზაო ინციდენტის შედეგად ხერხემალზე პრობლემები შეექმნა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ამის გამო თაყვანისმცემლები შიშობდნენ, რომ მომღერალი ვეღარ შეძლებდა ბათუმის ჯაზფესტივალზე ჩამოსვლას, თუმცა აი რას ამბობს ჯეი:

"გამარჯობა საქართველო! მე მალე დავბრუნდები, ლოდინისთვის არც ისე დიდი ხანი დარჩა, მოუთმენლად ველოდები როდის დავბრუნდები საქართველოში კვლავ. გაგიმარჯოთ, გნახავთ მალე!", - ამბობს "ჯამიროქუაის" სოლისტი ვიდეოში, რომელსაც "ისტერნ პრომოუშენის" წარმომადგენელი, ნიკოლოზ კანდელაკი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჯამიროქუაი ბათუმში კონცერტს 28 ივლისს გამართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100