სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ აგუტინმა იმ შვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავს

მომღერალი ლეონიდ აგუტინი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ხშირად აქვეყნებდა მისი და მეუღლის, ანჟელიკა ვარუმის ფოტოებს, ასევე იმ ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც, რომელიც ანჟელიკასთან ჰყავს, თუმცა აგუტინს პირველი ცოლისგან უფროსი ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც საზოგადოება აქამდე არ იცნობდა. სულ ცოტა ხნის წინ ლეონიდმა საკუთარ ინსტაგრამზე ორივე ქალიშვილის ერთობლივი ფოტოები ატვირთა, რომელზეც ჩანს, რომ დებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.
უფროსი ქალიშვილი პოლინა დედასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს და როგორც ჩანს, არც თუ ისე ხშირად სტუმრობს რუსეთს.
თაყვანისმცემლებმა აგუტინის ორ ქალიშვილს შორის უმცროსი, ლიზა უფრო მიამსგავსეს მამას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100