სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტოები ბიანკა ბალტის ქორწილიდან

მოდელი ბიანკა ბალტი დაქორწინდა. მისი რჩეული მეთიუ მაკრეაა. ქორწილმა იტალიური წესების დაცვით ჩაიარა, გამომდინარე იქიდან, რომ ბიანკა იტალიელია. ცერემონია ლაგუნა ბიჩის რანჩოზე მოეწყო. ფარდულში სტუმრებისთვის გრძელი მაგიდა იყო გაშლილი, რომელიც ყვავილებითა და ციტრუსის ფოთლებით იყო გაფორმებული. ციტრუსოვანი მცენარეები აქტუალური თემა იყო საქორწინო გარემოს დიზაინში.

პატარძალს Dolce & Gabbana-ს კაბა ეცვა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ბიანკა ხომ ამ დიზაინერული დუეტის მუზა იყო. კაბის განსაკუთრებული შტრიხები სტეფანო გაბანამ საკუთარი ხელით გააკეთა. ის სტუმრებს შორის საპატიო ადგილზე იყო. ბიანკას შვილებს - ორი წლის მიასა და ათი წლის მატილდასაც ასევე სტეფანომ შეუქმნა სამოსი.

ბიანკა ბალტი და მეთიუ მაკრეა 2014 წლიდან არიან ერთად. მათ 2015 წელს შეეძინათ ქალიშვილი მია. 2017 წლის თებერვალში წყვილი ოფიციალურად დაინიშნა. ბიანკა მანამდეც იმყოფებოდა ქორწინებაში და პირველ ქმართან 2007 წელს შეეძინა გოგონა - მატილდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100