სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვიცი რატომ გამოჩნდნენ მღვდლები და დედაო" - "ბაქარი" დრონი.ჯი-სთან "ჩცდ"-ის ახალი სეზონზე საუბრობს

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეთორმეტე სეზონის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. პირველი პრომოს გავრცელებას დიდი გამოხმაურება მოყვა. ყველა მოუთმენლად ელოდება როგორ განვითარდება სერიალში მოვლენები. ძველი პერსონაჟებიდან რომლები დარჩებიან და გამოჩნდებიან თუ არა ახალი გმირები. იმის გასარკვევად, თუ რა ელოდება მაყურებელს „ჩემი ცოლის დაქალებში“, „დრონი.ჯი“ ბუბა მირცხულავას დაუკავშირდა:

ჩემი გმირი თავიდანვე გამოიჩნდება, მეორე სერიაში უკვე მიხილავთ.

ძალიან საინტერესო იქნება. ისეთი მოვლენები განვითარდება, რაც ჩვენ ხაზში არ ყოფილა და იმედი მაქვს რომ ხალხის მოლოდინს გავამართლებთ. რაც შეეხება თენგოს და ბაქარის ურთიერთობას, კვლავ ერთად იქნებიან თუ არა, დეტალებს ვერ გაგიმხელთ.

რაც შეეხება ზოგადად „ ჩემი ცოლის დაქალებს“, იქნებიან ახალი გმირები. ასევე, ისეთ სიახლეებს უნდა ელოდოთ, რაც ჩვენთან ჯერ არ ყოფილა. სერიალში უკვე სხვა პრიორიტეტებია, ახალი თემებია წინ წამოწეული. მაყურებელს ვეტყვი, რომ ძალიან საინტერესო და ბომბა სერიები ელოდება.

პრომოს გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მე ვიცი რატომ გამოჩნდნენ მღვდლები და დედაო, თუმცა წინასწარ ამას არ ვიტყვი.

გეტყვით, რომ იქნება ძალიან რეიტინგული, ძალიან შემაშფითებელი სერიები. ბევრ კამათს გამოიწვევს, ძალიან ხმამაღალი გამოჩენა ექნება და ყველა ილაპარაკებს სერიალზე. როგორ გახურდება სერიალი ამას ვნახავთ. მაყურებელს მივმართავ, რომ დაელოდონ მოთმინებით. მე ძალიან მაინტერესებს ხალხის კომენტარები, წინასწარ ვარაუდებს რომ გამოთქვამენ ხოლმე. საინტერესოა რამდენად გამართლდება ეს ვარაუდები. უკვე მე-12-ე სეზონია და ეს ყველაფერს გვეუბნება. იქნება საინტერესო, რეიტინგული, იქნება სევდაც და მაყურებელი კმაყოფილი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100