სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დევიდ კოპერფილდმა 16 თვით საკუთარი შვილიც კი „გააქრო“

ხმები იმის თაობაზე, რომ ლეგენდარულ დევიდ კოპერფილდსა და მის მეგობარ ქალს, ფრანგ მოდელს კლოე გოსელინის შვილი შეეძინათ, ბოლოს და ბოლოს, დადასტურდა. გაირკვა, რომ გოგონა სახელად Sky (ცა) ქვეყნიერებას ჯერ კიდევ 16 თვის წინ მოევლინა, მაგრამ მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში წყვილი ჩვილს დიდი მონდომებიტ უმალავდა აბეზარ პაპარაცებს.

„ამასთან შედარებით თავისუფლების ქანდაკების გაქრობა რა მოსატანია“, – იხუმრა დევიდ კოპერფილდის პირადმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 53 წლის ჯადოქარმა 26 წლის კლოე ორი წლის წინ გაიცნო, გაცნობიდან ცოტა ხანში კი ფრანგი მოდელი დევიდის სახლში, ბაჰამის კუნძულებზე გადავიდა საცხოვრებლად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100