სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასეთი მაგარი დაბადების დღე გადაიხადა მარიამ გეგუჩაძემ და ასე მიულოცა ნანუკამ შვილს დაბადების დღე (ვიდეო)

მარიამ გეგუჩაძე 20 წლის გახდა. ასე მიულოცა ნანუკა ჟორჟოლიანმა ქალიშვილს დაბადების დღე:

თავდაჯერებულია, ემოციური, ქვევით, სიღრმეში უფრო მეტია, ვიდრე ზედაპირზე. ზოგადად ზედაპირები არ უყვარს:) რა ამბავიც არ უნდა მოვუყვე სხვანაირად შეგახედებს. ბევრჯერ გავუყვანივარ ემოციური კრიზისიდან და ამდენივეჯერ მიფიქრია, რომელი ვართ დედა. ერთად გავიზარდეთ, მაგრამ ის ბევრად სწორ და კარგ ტიპად ჩამოყალიბდა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.. უყვარს ადამიანები, ძილი, გემრიელი საჭმელი და ბევრი ფიქრი. უკანასკნელი ძალიან განასხვავებს ჩემგან, რაც იმედს მაძლევს რომ იმდენს არ იტკენს, რამდენიც დედამისმა მოახერხა:) დღეიდან უფრო უფროსულად დამიწყებს ახნსას რისთვის დავიბადეთ, რა მისია გვაქვს:)) რა არის მთავარი..

იმედი მაქვს ყველა წუთს, წამს შეირგებ. გააკეთებ იმას, რაც გინდა. სულ გემახსოვრება, რომ მთავარი შეგრძნებები და თავგადასავლებია და რაც მეტი, მით უკეთესი. 20 წელი არაა პატარა საქმე:)Mariam Geguchadze.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100