სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეხლა მომწერა და პირველად მთხოვა" - ნახეთ რა სთხოვა ინგა გრიგოლიას ქალიშვილმა

ინგა გრიგოლია ქალიშვილის ქორწილის ირგვლივ ატეხილ ჭორებსა და ხმაურზე კომენტარს აკეთებს.
"მარი გრიგოლიას მთელი ამ აურ-ზაურისას ხმა არ ამოუღია, თითქმის არ შეუმჩნევია ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ წამოსული ერთკვირიანი ისტერიკები და პოლიტიკური მოტივებით აგორებული სიბოროტეები.. ეხლა მომწერა და პირველად მთხოვა,წაშალე ყველა გაბრაზებული სტატუსი,რაც კი ჩემი ქორწილის თემაზე დაგიწერია და შენს საქმეს მიუბრუნდიო. ხოდა,საკმარისად ვანერვიულე ჩემი შვილი მთელი ცხოვრება, მარტო იმიტომ რომ ჩემს შვილად დაიბადა, შევპირდი, რომ დავუჯერებ. ვშლი ყველა ნეგატიურ სტატუსს და ხვალიდან ჩემს საქმეს მივუბრუნდები. ბრძენი გოგოა ჩემი შვილი - ამდენ ბოროტს შენ ვერ მოერევი, დაიკიდე ფეხებზე და მარტო სიხარულზე იფიქრეო. ასეც ვიზამ. ხვალიდან მხოლოდ ,,რეაქციის,, თემებზე ვიფიქრებ და კიდევ იმაზე, როგორ ვიყო კიდევ უფრო ბედნიერი, ვიდრე აქამდე ვყოფილვარ. დანარჩენს კი, მხარ-თეძოზე წამოწოლილი მდინარის პირას დაველოდები", - წერს გრიგოლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100