ქეთამ ჩვენების შემდეგ წვეულება მოაწყო - ნახეთ როგორ გაერთო მომღერალი

ქეთა თოფურიამ გუშინ მოსკოვში საკუთარი ბრენდის ჩვენება გამართა. გარდა იმისა, რომ ქართველი მომღერალი "ა სტუდიოს" სოლისტია, საკუთარი ტანსაცმლის ხაზი KETI ONE" აქვს. უკვე წლებია თოფურია მოდის კვირეულებშიც მონაწილეობს. გუშინდელი ჩვენების შემდეგ მომღერალმა მეგობრებთან ერთად წვეულება გამართა. საღამოზე ცნობილი მოდელი, დიჯეი და ქართველი დიზაინერის ბესარიონის ცოლი, დაშა მალიგინა უკრავდა. წვეულებაზე იყო საქართველოში გაზრდილი და მოსკოვში მოღვაწე დიზაინერი, საშა არუთინოვიც.

კომენტარი