"ტრიო მანდილის" სოლისტი თათული მგელაძე ლადო დონღვანზე გათხოვდა - ნახეთ, ფოტოები ქორწილიდან

ტრიო მანდილის სოლისტი თათული მგელაძე გათხოვდა. მისი რჩეული ჯგუფ „მეგობრების ტრიოს“ წევრი ლადო დონღვანია.

ჯგუფმა ფოლკლორული სიმღერებით გაითქვა სახელი, ისინი „ნიჭიერშიც“ კი გამოვიდნენ 2012 წელს. ლადოს და თათულის ერთმანეთი რახანია უყვართ და მათ ეს კავშირი ქორწინებით დააგვირგვინეს.

შეგახსენებთ, რომ ტრიო მანდილი რამდენიმე წლის წინ შედგა. მეგობარმა გოგონებმა ცხვარიჭამიაში დასვენების დროს გადაწყვიტეს გზაზე სიარულისას ემღერათ და ვიდეოც გადაეღოთ. ვიდეომ ინტერნეტში გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამის შემდეგ გოგონებმა ყველა სიმღერაზე მსგავსი ტიპის ვიდეოები გადაიღეს, რაც ერთგვარად მათი სავიზიტო ბარათიც გახდა. "მანდილის" არაერთ ქვეყანაშიც მიიწვიეს, სადაც ჯგუფის წევრებმა კონცერტები ჩაატარეს. ამ ჯგუფით რეპერი „ტიმატიც“კი დაინტერესდა და ისინი დუეტის ჩასაწერად მიიწვია.

კომენტარი