სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უნდა აღიარო, რომ ხარ ამაზე დამოკიდებული, რომ ხარ ავად! წელიწადნახევარი გავიდა რაც არ შევხებივარ აღარაფერს" - ილო ბეროშვილი

ილო ბეროშვილმა "ნანუკას შოუში" იმ მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებებზე ისაუბრა, რაც მის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში იყო. "დაბლაგვებული ვიყავი, ხეიბარივით. ვეღარ ვგრძნობდი სურნელებს, ვერ ვიღებდი სიამოვნებას ვერაფრისგან. უნდა აღიარო, რომ ხარ მინუს ნოლი პიროვნება, რომ ხარ ავად", - იხსენებს მსახიობი იმ პერიოდს.

გადაცემაში თავად ნანუკა ჟორჟოლიანი ანტიდეპრესანტების თემასა და მისდამი დამოკიდებულებასაც შეეხო. ჟურნალისტმა აღიარა, რომ ორი წლის განმავლობაში იღებდა ამ პრეპარატებს:

"მე მქონდა ანტიდეპრესანტებთან შეხება და არავის არ ვურჩევ. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვიტყვი რომ ეს პრეპარატები ძალიან არასასურველია. გამოსავალი ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ, ბუნებასთან შეხებით, დღის რეჟიმის მოწესრიგებით, ვარჯიშით, კვებით. თუ მე ეხლა მიყურებენ ადამიანები, რომლებიც ანტიდეპრესანტს სავმენ სამ თგვეზე მეტი, გირჩევთ რომ შეწყვიტოთ ნელ-ნელა. მე ძალიან მძიმე ანტიდეპრესანტს ვსვავდი 2 წელი და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში დავუშვი", - თქვა ჟორჟოლიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100