ნახეთ რომელი სელებრითები დაპატიჟეს H&M-ის გახსნაზე

ხვალ თბილისში H&M-ის პირველი მაღაზია იხსნება. მანამდე ბრენდმა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გრანდიოზულად აღნიშნა და ცნობილი ადამიანებისთვის დახურული საღამო გამართა. წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გაიარეს, მათ შორის იყვნენ "სელებრითებიც". წვეულებას ესწრებოდნენ ნინი ბადურაშილი, ნუცა ბუზალაძე, გვანცა დარასელია, რუსკა მაყაშვილი, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები მარიშკა ჯავახაძე, ნანუკა გულუა და ნინო გაჩეჩილაძე, ასევე თიკა ჯამბურია, ირაკლი მაქაცარია, ნინო ნადირაძე, ლელა წურწუმია და სხვები.

კომენტარი