სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გააკეთეთ ეს საინტერესო ტესტი და თქვენს ცხოვრებაზე ბევრ რამეს გაიგებთ

ტესტი ცხოვრების მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე, რომელიც ძალიან მოგეწოენაბთ:

1. წარმოიდგინე, რომ ქუჩაში დგახარ. აღწერე ქუჩა (არის თუ არა ბინძური, გადატვირთული და ა.შ.)
2. მზე რა ადგილას მდებარეობს? (დღეა თუ ღამე?)
3. ქუჩას გაჰყვები და ღობეს დაინახავ. აღწერე ღობე. რისგანაა ის დამზადებული? (მაგ, ხე, ქვა, მეტალი და ა.შ)
4. როგორ ახერხებ ღობის მეორე მხარეს გადასვლას?
5. სიარულს რომ გააგრძელებ, ტყეში აღმოჩნდები. აღწერე ტყე. ნათელია თუ ბნელი? ნაძვნარია თუ შერეული?
6. ტყეში ბილიკია. სიარულის დროს მიწაზე გასაღებს ხედავ. როგორ გამოიყურება გასაღები? რას იზამ? აიღებ, დატოვებ თუ ხეზე ჩამოკიდებ?
7. გზას განაგრძობ და წყლამდე აღწევ. რა სახის წყალია? (ტბა, მდინარე, ჩანჩქერი...)
რას აკეთებ, შედიხარ წყალში თუ ახლოს ჩამოჯდები?
8. წყალს როცა გასცდები, შენი ოცნების სახლს დაინახავ, საიდანაც შენი ოცნების ქალი/მამაკაცი გამოდის და გთავაზობს, რომ აქ სამუდამოდ დარჩე. რას იზამ?
9. სახლს უკან ქუჩაა. როგორ გამოიყურება? ისევ დაბრკოლებას ხედავ? თუ კი, რა სახისაა ეს დაბრკოლება? ისევ ისეთია, როგორიც თავიდან ნახე?
10. სად არის მზე ამ დროს?

ახსნა:

1. ქუჩა გარემომცველი სამყაროს მიმართ შენს დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

თუ გზატკეცილი წარმოიდგინე, სადაც ხშირად ჩაივლიან მანქანები, მაშინ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ, დაკავებული ადამიანი ხარ და მუშაობისა და დასვენებისთვის დროს ოპტიმალურად იყენებ.

თუ გზაზე მტვერი და ტალახია, წყნარი, ზომიერი ცხოვრებით ცხოვრობ. ცდილობ, მოვლენები აკონტროლო.

გზა, რომელზეც ბევრი ღრანტე და პატარა კენჭია, იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც გაწუხებს. შეიძლება ეს რაღაც უმნიშვნელო, მაგრამ საშინლად შემაშფოთებელი რამ იყოს

2. მზე გეგმებს, იდეებს, მიზნებს წარმოადგენს.

ამომავალი მზე მიუთითებს, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე დგახარ.

თუ მზე ჰორიზონტის თავზეა, გეგმების განხორციელებას ახლა ცდილობ.

თუ მზის ჩასვლა წარმოიდგინე, შენი მიზნების უმეტესობას უკვე მიაღწიე.

3. ღობე დაბრკოლების სიმბოლოა. რაც უფრო მაღალია იგი, მით უფრო აზვიადებ შენს წარუმატებლობებს.

4. როგორ გადალახავ ღობეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ უმკლავდები ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს.

თუ ღობეზე გადაძვრები, შემოუვლი, ჭიშკრის ძებნას დაიწყებ, მაშინ პრობლემების მოხერხებით მოაგვარებას ცდილობ. ცდილობ კონფლიქტი ისე სწრაფად და შეუფერხებლად მოაგვარო, რამდენადაც შესაძლებელია.

თუ ღობის დანგრევას შეეცდები, პირდაპირი ადამიანი ხარ, რომელიც ელვისებურად სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს.

5. ტყე შენს შინაგან სამყაროს წარმოადგენს. ბნელ და ნათელ ტყეს შორის არჩევანი მიუთითებს როგორ აღიქვამ ცხოვრებას, ნეგატიურად თუ პოზიტიურად.

თუ შერეული ტყე წარმოიდგინე, ძალიან საინტერესო პიროვნება ხარ, რომელიც სულ ცდილობს. რაღაც ახალი ისწავლოს.

ნაძვნარი რაციონალურ გონებაზე მიუთითებს. შენ საიმედო ადამიანი ხარ, რომელმაც იცის, რა სურს ცხოვრებისგან.

6. გასაღები შენი ბედნიერებაა.

რაც უფრო პატარაა იგი, მით უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ბედნიერება, პარტნიორთან ურთიერთობა, სულიერი სიმშვიდე.

რაც უფრო დიდია გასაღები, მატერიალურ ნივთებს მით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებ.

რაც უფრო ლამაზია გასაღები, მით უფრო დიდ ყურადღებას აქცევ ცხოვრების ესთეტიკურ ასპექტს.

გასაღებს თუ წაიღებ, არასდროს შესაძლებლობებს კარგავ.
თუ მას ხეზე ჩამოკიდებ ან დატოვებ, ნიშნავს, რომ შესაძლებლობებს, უბრალოდ, ვერ ამჩნევ.

7. წყალი შენს გრძნობებს წარმოადგენს პარტნიორის მიმართ. ეს იმ ადამიანის სიმბოლოა, რომელიც გიყვარს.

თუკი მშვიდი ტბა წარმოიდგინე, შენ და შენი პარტნიორი გაწონასწორებული ადამიანები ხართ.

სწრაფად მიმავალი მდინარე ან ჩანჩქერი მგზნებარე ადამიანზე მიუთითებს, რომელსაც საყვარელი ადამიანისგან მეტი ყურადღება სჭირდება.


წყალთან ახლოს თუ ჩამოჯდები, გსურს, საყვარელ ადამიანთან ახლოს იყო და ეს გაბედნიერებს.

წყალთან შეხება ან ცურვა მიუთითებს, რომ პარტნიორისგან მეტ ყურადღებას მოითხოვ.

8. სახლი და ოცნების ქალი/მამაკაცი გიჩვენებს, როგორ კარგად უმკლავდები ცდუნებებს.

9. სახლს უკან ქუჩა შენს სამომავლო ცხოვრებას აღნიშნავს. თუ ისევ ხედავ დაბრკოლებებს, მაშინ წარსულის გამოცდილებისგან არაფერი გისწავლია.

10. მზე იმაზე მიუთითებს, რამდენად წარმატებულად იქნება შენი გეგმები განხორციელებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100