"გილოცავ მზე!" - ნახეთ როგორი სურპრიზი მოუწყო და რა აჩუქა დაბადების დღეზე ლიზა ყენიამ შეყვარებულს

ლიზა ყენიას შეყვარებული იუბილარია. მომღერალმა გიორგი ბრეგვაძეს დაბადების დღეზე სურპრიზი მოუწყო, საერთო ფოტო დაახატინა და აჩუქა. ლიზა მისი რჩეულზე წერს: "დაბადების დღეს გილოცავ მზე! მადლობა რომ არსებობ!".
შეგახსენებთ, რომ ლიზა გიორგის დაახლოებით ერთი წლის წინ ხვდებოდა. შემდეგ დაშორდა, ახლა კი კვლავ შეურიგდა.

გეტყვით იმასაც, რომ ლიზას სიმპათიური შეყვარებული თიკა ჯამბურიას ყოფილიცაა. სწორედ ის ბიჭია, რომელმაც თიკასთან ურთიერთობის შემდეგ განაცხადა, რომ მომღერალს უყვარდა და უარს ვერ ეუბნებოდა. ამ ინტერვიუმ დიდი სკანდალი გამოიწვია. ამის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, გიორგიმ კი ურთიერთობა ლიზასთან დაიწყო.

კომენტარი