ენ ჰეთეუეი ქეთრინ მიდლტონს განასახიერებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი ენ ჰეთეუეი პროდიუსერებმა ფილმში სათამაშოდ მიიწვიეს, სადაც მან ქეთრინ მიდლტონის როლი უნდა შეასრულოს.

28 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ ბრიტანული სამეფო ოჯახის დიდი თაყვანისმცემელია და პრინც უილიამისა და ქეთრინ მიდლტონის საქორწილო ცერემონიას თვალყურს გულმოდგინედ ადევნებდა, რის შემდეგაც სურვილი გაუჩნდა, ქეითი ავტობიოგრაფიულ ფილმში განასახიეროს.

„უილიამსა და ქეთრინს რომ ვუყურებდი, გავაცნობიერე, რომ ქორწინება შესანიშნავი რამ არის. ქეთრინს მთელი გულით ვგულშემატკივრობდი“, - იხსენებს ენი.

ენ ჰეთეუეის დიდი იმედი აქვს, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წევრის როლზე დაამტკიცებენ.

კომენტარი