ცირა კობიაშვილი გარდაცვლილი შეყვარებულის საფლავზე ავიდა და ასე მიულოცა დაბადების დღე

ცირა კობიაშვილი გარდაცვლილ შეყვარებულს დაბადების დღეს ულოცავს. მომღერალი გოგა კვარაცხელიას საფლავიდან ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ულამაზესი ცირას შეყვარებული ჯერ კიდევ მანამდე მოკლედ, სანამ კობიაშილი "იქს-ფაქტორში" გამოჩნდებოდა. როგორც მომღერალმა მაშინ შესარჩევ ტურზე განაცხადა, მისი პროექტში მისვლა სწორედ კვარას უნდოდა.

გოგა კვარაცხელია 2015 წელს ბუდაპეშტის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ბიჭი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ცირამ რთული პერიოდის შემდეგ პირადი ცხოვრებისთვის მოიცალა. 3 წლის შემდეგ ის კვლავ შეყვარებულია. მისი ამჟამინდელი რჩეული სიმპათიური ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" მოთამაშე გიორგი ოთარიშვილია. კობიაშვილი და ოთარიშვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან.

კომენტარი