"ამისთანა ქმარი ასეთ ნარკომანზე როგორ გაცვალე?" - ნახეთ, რას უწერენ ქეთა თოფურიას კომენტარებში

თავიდან სასიყვარულო რომანს მალავდნენ, თუმცა გასული წლის დასაწყისში პაპარაცებმა ერთად გამოიჭირეს ტროპიკული არდადეგებისას. შემდეგ იყო უარყოფა, ბევრი ჭორ-მართალი, ქმართან დაკავშირებით განცხადებები, მეორე შვილის ყოლის სურვილზე კომენტარები. თუმცა ყველასგან მოულოდნელად რამდენიმე თვის წინ ქეთა თოფურიამ აღიარა, რომ მეუღლესთან დიდი ხანია დაშორებულია. ახლიდან აგორდა რეპერ გუფთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჭორები. ამჯერად უკვე არც ერთი უარყოფდა, თუმცა არც ადასტურებდა.

სულ ცოტა ხნის წინ ტაილანდის კუნძულზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ, სადაც ქეთას თავისი პატარა ქალიშვილიც ჰყავდა წაყვანილი. გუფიც და ქეთაც ბოლომდე ცდილობდნენ დაემალათ ეს გარემოება, ამიტომ საერთო ფოტოებს არ ტვირთავდნენ სოციალურ ქსელში, თუმცა ჟურნალისტების თვალს არ გამოჰპარვია რომ ორივე მათგანის ფოტოებზე ერთი და იგივე გარემო და ბეგრაუნდი იყო. საზოგადოებაც დარწმუნდა, რომ წყვილი ერთად არის და ამის უარყოფას აზრი არ აქვს.

ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც გუფთან ერთად გადაიღო და პაზლად აქცია, თაყვანისმცემლები გულისტკივილით უწერენ, რომ გუფთან ურთიერთობა შეცდომაა. გთავაზობთ იმ კომენტარების ნაწილის თარგმანს, რომელთა ავტორებიც ზედმეტი პირდაპირობით გამოირჩევიან ქეთასთან მიმართებაში:
"როგორ შეიძლებოდა ამისთანა ქმარი ასეთ ნარკომანზე გაგეცვალა?"
"თვითონ ვერ ვხვდები... ასეთი საოცარი ბავშვი... სასიამოვნო ქმარი... და უცებ ეს გაუზრდელი ბიჭი..."

კომენტარი