სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრინცი ჰარის მომავალი მეუღლე საზოგადოებას საკუთარ ძმას უმალავს

რაც უფრო ახლოვდება პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწინების დღე, მით უფრო მეტ ახალ ინფორმაციას გაიგებთ ამ წყვილზე ყვითელი პრესისგან. სხვადასხვა ცრუ და არაფრის მომცემმა ინფორმაციამ თავად მომავალი მეუღლეების თაყვანისმცემლებიც დაღალა. ამგვარმა გადამეტებულმა ყურადღებამ არა მარტო წყვილი, არამედ მათი გარშემომყოფებიც შეაწუხა.

თუმცა, ეს ის შემთხვევაა, რომელიც შესაძლოა ჭორი არ იყოს - ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტების სამიზნედ იქცა მეგან მარკლის ძმა რომელიმაც ჟურნალისტებთან გარკვეული კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ადრე საკუთარ დასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ცოტა ხნის წინ დახმარების სათხოვნელად მიმართა მეგანს, მან კი უხეშად გაისტუმრა და კონტაქტიც გაწყვიტა თომასთან. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჰარისა და მარკლის ნიშნობის შემდეგ მეგანის ძმამ დაკარგა სამსახური და სამჯერ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი:

„ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, მთელი ბავშვობა გვაკავშრებს, ახლა კი ამბობს, რომ არ მიცნობს, ეს უბრალოდ სასაცილოა“ - აცხადებს თომას მარკლი და ამის დასტურად უმცროს დასთან ერთად გადაღებული ბავშვობის ფოტოც გამოაქვეყნა. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მეგანის ამგვარი საქციელი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ერთ-ერთ ინციდენტთან, რომელიც თომასს უკავშირდება - მამაკაცი დათვრა და საკუთარ საცოლესთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა. იქიდან გამომდინარე, რომ დედოფალს ჰარის საცოლე არც თუ ისე ძალიან მოსწონს, მეგანი ალბათ ცდილობს ზედმეტად ხმაურიანი ნათესავებისგან თავი შორს დაიჭიროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100