სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სილვესტერ სტალონემ თავის გარდაცვალებაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი გააკეთა

გუშინ, 19 თებერვალს მსახიობ სილვესტერ სტალონეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ამ ფაქტს ვერავინ უარყოფდა და ვერც ადასტურებდა.

სტალონე ცოცხალია. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ 71 წლის მსახიობმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"ძალიან გთხოვთ, იგნორირება გაუკეთეთ ამ დეზონფორმაციას. ყველაფერი არის ტყუილი. მე ცოცხალი ვარ, ბედნიერი ვარ და ჯერ კიდევ შემიძლია. ამასთან, მუშტის დარტყმაც არ მიჭირს" - განაცხადა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100