სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იმედია ბოლო ასეთი დაუფასებელი არტისტი იქნება" - ნახეთ რას წერს გიორგი სუხიტაშვილი ზურაბ ვადაჭკორიას გარდაცვალებაზე

გიორგი სუხიტაშვილი ზურაბ ვადაჭკორიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"2000 წლის შემოდგომა იყო, ძალიან პატარა ვიყავი საცირკო საესტრადოში ვსწავლობდი, მახსოვს დინამოსთან იყო ჩვენი სასწავლებლის რამდენიმე ოთახი სადაც სავალდებულოიყო მისვლა, საცირკო ხელოვნება ისწავლებოდა, მე და ჩემი რამდენიმე ჯგუფელი პირველად მივედით გაკვეთილზე, იქ დაგვხვა ერთი მხიარული, მოხერხებული და ძალიან ნიჭიერი კაცი რომელმაც ძალიან სასიამივნო და დასამახსოვრებელი პერიოდი გვაჩუქა, ჩემგან დიდი ილუზიონისტი ვერ დადგა მაგრამ ის ვიცი რომ ეს პროფესია ძალიან საინტერესო, შრომატევადი და საჭიროა.


ამ ადამიანთან ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ პრიფესიულად გადავიკვეთე. სულ კარგ განწყობაზე მაყენებდა, სულ რაღაცის ძიებაში იყო სულ რაღაცა ახალს გეგმავდა და აკეთებდა, ეს ადამიანი იყო ზურაბ ვადაჭკორია, ძალიან დამწყდა გული მისი გარდაცვალების გამო.


სამწუხაროა ის, რომ ადამიანს რაიმე უკურნებლის დიაგნოზი უნდა დაუსვან რომ მისი დაფასება მოხდეს და ხშირად ამ "დაფასებამდეც" ვეღარ ცოცხლობენ. იმედია ზურაბ ვადაჭკორია ბოლო ასეთი დაუფასებელი არტისტი იქნება", - წერს მომღერალი.


შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვადაჭკორია დღეს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილუზიონისტი ერთი წლის განმავლობაში ურთულეს დაავადებას ებრძოდა, ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ინსულტი განმეორდა. ვადაჭკორიას ეკუთვნის საქართველოში ქართული საილუზიო ხელოვნების დანერგვა. ის 18 წლიდან სცენაზე იდგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100