სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინსენტ კასელი და ტინა კუნაკი ქორწინდებიან? - უცხოურ ყვითელ პრესას ახალი თავსატეხი გაუჩნდა

ვინსენტ კასელისა და 20 წლის მოდელ ტინა კუნაკის რომანი სიურპრიზი იყო სრულიად უცხოური მედიისთვის და არ ამარტო. ასევე კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი იყო, ის რომ წყვილმა ამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა ურთიერთობა და მას სერიოზული სახეც მისცა.

ახლა კი ტაბლოიდები მოდელის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულმა ფოტომ აალაპარაკა, სადაც ტინას ნიშნობის ბეჭედი უკეთია. როგორც ჩანს წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. მოდელს კომენტარებში ეკითხებიან თუ რა ხდება მის თავს, თუმცა კუნაკი კომენტარისგან თავს იკავებს. ასევე გავრცელებულ ჭორზე ქორწინების შესახებ დუმილით პასუხობს ვინსენტ კასელიც. როგორც ჩანს წინ გარდაუვალი ქორწილი გველის და მალე მსოფლიო ვინსენტისა და კუნაკის საქორწინო ცერემონიალის მომსწრეც გახდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100