სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კარდაშიანის ბავშვის მამა ღალატში გამოიჭირეს და სტრიპტიზიორთან ინტიმური სცენის ვიდეო კადრები გაუვრცელეს

კალათბურთელი ტრისტან ტომპსონი, რომელიც სელებრითი ქლოი კარდაშიანის ბოიფრენდია, გოგონებთან ერთად ინტიმურ სიტუაციაში გამოიჭირეს. ქლოი ტრისტანისგან ორსულად არის და მალე ისინი მშობლები გახდებიან, თუმცა რამდენად გააგრძელებენ ისინი ერთად ცხოვრებას ამ კადრების შემდეგ, ეს უკვე არავინ იცის. ტრისტანმა სტრიპტიზიორ გოგონებთან უღალატა თავის საცოლეს. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი სტრიპტიზის მოცეკვავე ლანი ბლერია, რომელმაც ამ კადრების გავრცელების შემდეგ სოციალური ქსელი გააუქმა, თუმცა მისი ფოტოები მაინც გავრცელდა ინტერნეტით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლერმა და ტომპსონმა ერთად დატოვეს ღამის კლუბი და სასტუმროში გაატარეს ღამე. 8 თვის ორსულ ქლოი კარდაშიანს ამ ინციდენტის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი, თუმცა კადრების გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე ინსტაგრამზე ტრისტანთან გადაღებული ძალიან თბილი ფოტო ატვირთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100