სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯიგარი გურულის“ შთაგონების წყარო შეგრძნებები და ღმერთია - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ზურა სალუქვაძესთან

ამ ახალგაზრდა პოეტმა ერთ დღეს მეგობართან თავისი ნაწერები ხმამაღლა წაიკითხა, მა კი ურჩიეს, ინტერნეტით გაევრცელებინა. ასეც მოიქცა და უამრავი მკითხველი გამოუჩნდა. გამორჩეული ხმის ტემბრი, ინტონაცია საზოგადოებისათვის საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა მისი გამოჩენისთანავე იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ ის ნიკო გომელაურს ბაძავს. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი პოეტი, საქართველოს მასშტაბით პოეტურ ტურნეებსაც მართავდა. ის 10 წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს.

“მუშა ცხოვრებაში” ჩართული, ლექსებისთვის ნაკლებად იცლიდა. სულ სამი კრებულის ავტორია: “ბედნიერება უდრის არჩევანს”, მესამეს კი „ყინვის ყურძნის მტევნები“. ალბათ მიხვდით, რომ ეს ახალგაზრდა პოეტი ზურა სალუქვაძეა.

დრონი.ჯი პოეტს ამერიკაში დაუკავშირდა მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ერთხელ, პოეტმა ლია სტურუამ თავის ინტერვიუში თქვა: "როცა შემოქმედში ბავშვი კვდება, კვდება შემოქმედებაც და რჩება ბანალური მოქმედება..." თქვენში თუ ცოცლობს ბავშვი, რამდენად ინარჩუნებთ ბავშვურ სიწრფელეს?

- სრულიად ვეთანხმები ქალბატონ ლიას იმიტომ, რომ ბავშვური შეგრძნებები, სუფთა და წრფელი მიდგომა აუცილებებლია შემოქმედებაში. ძალიან ბევრჯერ ვიყენებ სიტყვა „ბავშვს“ ჩემს ლექსებში, ამით ბევრ რამეს ამბობს შემოქმედი.

- ენთვის რა ხდება შთაგონების წყარო, როდესაც ლექსებს წერ?

- ჩემს შემოქმედებაში უმეტესად შთაგონების წყარო შეგრძნებები და ღმერთია. რაღაც ისეთი რაც აგაღელვებს და ცხოვრებას სიღრმისეულად დაგანახებს, ტკივილი, ბედნიერება ... ის რაც ზოგადად ადამიანებს გვმართავს.

- შეგიძლია თუ არა შეკვეთით, (მოდი, თხოვნა დავარქვათ) ყალბი პათოსით დაწეროთ ლექსი?

- ყველაზე მეტად ეს არ გამომდის. მქონია ბევრჯერ მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულებულა. განა არ ვწერ, უბრალოდ ვერ ვწერ. არ მოდის ის მუხტი, დაკვეთის დროს, რასაც ზოგადად „შემოქმედებითი მუზა“ ქვია.

- დარწმუნებული ვარ არაერთხელ ყოფილხარ კრიტიკის საგანი, როგორ ხვდები ამ ყველაფერს?

-კრიტიკა ბევრნაირია, არის ჯანსაღი კრიტიკა და არის უსაფუძვლო (სადაც არა მარტო შემოქმედი, პიროვნებაც ილანძღები) მე პირადად, ჯანსაღი კრიტიკა მზრდის, უსაფუძვლო კი მაძლიერებს, ამ დროს ვხვდები, რომ ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ არის. გიმძაფრებს სურვილს, გადალახო დიდი ბარიერები.

- როგორც პოეტს რა შენიშვნა გაქვთ ქართველ მსმენელთან?

არანაირი! მე ჯერ კიდევ ვთვლი , რომ იმ დონის პოეტი არ ვარ, მსმენელს შენიშვნა მივცე. ალბათ რაღაც უფრო მეტს ველოდები. დრო უნდა გავიდეს, რაღაც უფრო ძლიერი უნდა შევქმნა, რომ საკუთარ თავს პოეტი ვუწოდო. შენიშვნას კი ამ მდგომარეობით ვერც კი ვაკადრებ მსმენელს.

- რას გვეტყვით სხვა თანამედროვე პოეტებზე... გაქვთ თუ არა მათთან გარკვეული შენიშვნები ან პირიქით?

- ერთი რჩევა მექნება, ვინც ბოლო 25 წლის მანძილზე გამოვჩნდით, ჯობია მეტი ყურადღება დავუთმოთ ისეთ დიდ პოეტებს, რომლებიც გვყავდნენ საქართველოში. მეტი ყურაღება მივაქციოთ. რაც მეტი დაიწერება მით უკეთესი, შენიშვნა ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია, პირიქით, გავამხნევებ მათ და ვეტყვი , რომ გულთან ახლოს ნუ მიიტანენ სხვისგან ნასროლ უსიამოვნო კომენტარებს, რადგან წერენ ესე იგი გრძნობენ და ამიტომაც წერენ, მიუღებელია მათი გაკრიტიკება.

-ზურა შეგიძლია საკუთარი თავი დაახასიათო ორი სიტყვით?

- მარტივად „ჯიგარი გურული“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100