სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქამდე მალავდნენ, ახლა კი ცდილობენ, ყველამ გაიგოს - ქეთასა და გუფის რომანი ახალ ფაზაში გადავიდა

ქეთასა და გუფის რომანის შესახებ მოარული ჭორები აქამდე ოფიციალურად დაუდასტურებელი იყო, რადგან წყვილი ხმაურიან განცხადებებს ერიდებოდა. შემდეგ დაიწყეს ერთსა და იმავე ადგილიდან ფოტოების ატვირთვა, სადაც ორივე დასასვენებლად იყო წასული. ამის შემდეგ საერთო ფოტოც დადეს, თუმცა ჭორების დადასტურებისგან თავს იკავებდნენ. ახლა კი, ცდილობენ, ზედმეტი კომენტარის გარეშე, ინსტაგრამის სთორებიდან ატვირთული ამბებით ყველა მიახვედრონ, რომ დროს სულ ერთად ატარებენ და ერთმანეთის ფოტოებს სწორედ ამ მიზეზით ტვირთავენ.


შეგახსენებთ, რომ ქეთასა და გუფის რომანის შესახებ ჭორებმა ჯერ კიდევ გასულ წელს გაჟონა. მაშინ საზოგადოებამ არ იცოდა, რომ მომღერალი ქმართან დაშორებული იყო და მას ღალატში სდებდნენ ბრალს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100