ქართველი ვარსკვლავის ახალი ტატუ

ტატუების მოდა ვარსკვლავურ წრეში ახალ საფეხურებზე ადის. ცნობილი ადამიანები სხეულს არ „იშურებენ“ განსაკუთრებული მნიშვნელობის სვირინგების გასაკეთებლად.

ამჯერად ქეთა თოფურია გამოჩნდა იურმალაში „ახალ ტალღაზე“ ახალი ტატუთი -„ა-სტუდიოს“ სოლისტს, რომელსაც მანამდე ზურგზე ჰქონდა სვირინგი, ახლა კისერი გაულამაზებია.

ქეთამ განგებ აიწია თმა მაღლა, რომ თავისი „მუსიკალური“ ტატუ გამოეჩინა.

„მუსიკა მთელი ჩემი ცხოვრებაა, მის გარეშე არ შემიძლია არც სიყვარული, არც მუშაობა... სწორედ ამით აიხსნება ჩემი ტატუ. მინდა, რომ ნოტები ყველგან თან მახლდეს“, - განაცხადა ქეთამ.

ხოლო შეკითხვაზე, მოეწონა თუ არა სიახლე მის ბოიფრენდს, მომღერალმა ასე უპასუხა: „რა თქმა უნდა! ახლა უფრო ხშირად მაკოცებს ამ ადგილზე“.

maximum

კომენტარი